суббота, 30 ноября 2013 г.

ტრენინგის მე-2 დღე


ტრენინგის მეორე დღე დაიწყო წინა დღეს შესწავლილი მასალის გახსენებით,თითოეულმა ჩვენგანმა ჩამოაყალიბა საკუთარი პროექტის იდეები,შემდეგ კი გავაანალიზეთ.გავეცანით ბუკლეტის ნიმუშებს,ვიმუშავეთ ტექსტურ რედაქტორში,დავამზადე ბუკლეტი ჩემი პროექტისთვის.ვარ ძალიან კმაყოფილი.

воскресенье, 24 ноября 2013 г.

ტრენინგის პირველი დღე

ტრენინგი დაიწყო ხალისიანი განწყობით,გავეცანით ერთმანეთს, ვნახეთ ინტელის ფილმი ,,ხიდი მომავლისკენ,"რომელშიც ვიხილეთ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი კლასი და გაკვეთილი.გავეცანით გზამკვლევს,განვიხილეთ XXI საუკუნის უნარ-ჩვევები, შევქმენით პროექტის  პორტფოლიოს  7  საქაღალდე, დეტალურად განვიხილეთ,დავზიპეთ და ავტვირთეთ ჩვენს ფოსტაზე,აქედან კი გადავედი და გავხსენით ახალი ბლოგი და ჩავწერე დღევანდელი დღის რეფლექსია. გავიაზრეთ ჩეკლისტის განმარტება, გავეცანით პორტფოლიოს რუბრიკას.