დღევანდელი დღე ყველაზე ნაყოფიერი იყო,გავიმეორეთ მასალა თითქმის მთლიანად,სათითაოდ გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაცია,შემდეგ ბლოგის გაჯეტებზე ვიმუშავეთ,შევაჯამეთ ტრენინგ-კურსი,რომელიც იყო ძალიან საჭირო და აუცილებელი ჩვენი შემდგომი მუშაობისათვის პროექტებსა და პორტფოლიოზე.უღრმესი მადლობა ჩვენს უნიჭიერესსა და შრომისმოყვარე ქეთი ცერაძეს.
воскресенье, 22 декабря 2013 г.
суббота, 21 декабря 2013 г.
ტრენინგის მე-8 დღე
ეს დღე დავიწყეთ საშინაო დავალების მიმოხილვით,კიდევ ერთხელ გადავხედე ჩემი პროექტის გეგმას,შევქმენი ფასილიტაციის გეგმა,რომელიც მოსწავლის პროექტის გზამკვლევია,სრულვყავი ჩემი პროექტის გეგმა, საქაღალდეში არსებული მასალები დავაკავშირე ჰიპერ-ლინკებით ერთმანეთთან,ავტვირთე ჩემი პორტფოლიო ბლოგზე,ვისწავლე საათების ჩასმა ბლოგზე,ბოლოს კი გავაკეთე რეფლექსია.
воскресенье, 15 декабря 2013 г.
მე-7 დღე
ეს დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით,კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის გეგმას,გავითვალისწინეთ ყველა მოსწავლის საჭიროებები,დავხვეწეთ და სრულვყავით გეგმა,შევქმენით ფოტო-ალბომი picasa , ვიმუშავეთ ბლოგზე , ბოლოს კი გავაკეთე რეფლექსია.
пятница, 13 декабря 2013 г.
ტრენინგის მე-6 დღე
ტრენინგის მე-6 დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით,შემდეგ შევედით ვიუერში და დავიწყეთ მუშაობა მე-5 მოდულზე,,მოსწავლეთა პროექტების შეფასება,"განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,შევადგინე მოსწავლეთა შეფასების ფორმები,კერძოდ,პრეზენტაციის შეფასებისა და თვითშეფასების რუბრიკა,ბოლოს კი გავაკეთე რეფლექსია.
воскресенье, 8 декабря 2013 г.
ტრენინგის მე-5 დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით,განვიხილეთ საგნობრივი სტანდარტი,რაც ჩემს პროექტს შეეხებოდა გეგმაში შევიტანე, ვისწავლე გამოყენებული წყაროს ჩასმა პროექტში,დავწერე კომენტარები სხვის ნაშრომზე.განვიხილეთ ბლოგის ინსტრუმენტები:ლინკის მიბმა,დიზაინი,სათაურისა და მისამართის შეცვლა,წაშლა-აღდგენა,სურათის გაჯეტად ჩასმა.დღევანდელი დღეც შესანიშნავი იყო.
суббота, 7 декабря 2013 г.
воскресенье, 1 декабря 2013 г.
ტრენინგის მე-3 დღე
ტრენინგის მე-3 დღე დავიწყეთ წინა დღეს ნასწავლი მასალის გამეორებით, უკეთ გავიხსენეთ და გავიაზრეთ. ამის შემდეგ დავისახეთ პროექტის მიზნები,გზამკვლევში გავეცანით მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს და დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე,შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა,სანახევროდ შევავსე პროექტის გეგმა.
Подписаться на:
Сообщения (Atom)